„ბათუმი არენამ“ ევროპის ლიგაზე „მაკაბის“ მატჩს უმასპინძლა #1TVSPORT

23:02, 06.08.2026

საქართველოში, ბათუმში უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა.

„ბათუმი არენა“ წელს საშინაო სტადიონად თელ ავივის „მაკაბიმ“ დაიქირავა. ისრაელის კლუბმა ამ არენაზე წინა ეტაპზე ტირასპოლის „შერიფი“ დაამარცხა.

ამჯერად „მაკაბიმ“ სოფიის ცსკა-ს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ბულგარელებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. ისინი მაქს ებონგისა (9′) და ლეონარდო გოდოის (29′) გოლებით დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე ჯოელ ზვარცმა დააფიქსირა.

მსგავსი