ბათუმელთა მეტოქე ევროტურნირებამდე საგანგებოდ გაძლიერდა #1TVSPORT
ბათუმელთა მეტოქე ევროტურნირებამდე საგანგებოდ გაძლიერდა #1TVSPORT

8 ივლისს ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს – გია გეგუჩაძის გუნდი სან მარინოშიტრე პენეს“ ესტუმრება.

ტრე პენეს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საგანგებოდ ევროტურნირებისთვის გუნდმა ექვსი მოთამაშე დაიმატა. ერთი უკვე ცნობილია – სან მარინოელებს ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი მაიკონი დაეხმარება.

ბრაზილიელის გარდა, რომელიც სან მარინოში კლუბმა და გულშემატკივრებმა ენთუზიაზმით მიიღეს, „ტრე პენემ“ მიაღწია შეთანხმებას ორ შეხვედრაზე კიდევ ხუთ ფეხბურთელთან.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის ბენჟამინ ბოჩიოლეტი, 1999 წელს დაბადებული მცველი, რომელმაც გასულ სეზონში სერია დ-ს „სავოიაში“ ითამაშა. ასევე სერია დ-დან დაიმატეს „მარიან კატოლიკას“ მოთამაშე მირკო პალაცი. გუნდს დაეხმარება მიშელ სიმონჩელი და 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკოლას სანტონი, რომელიც გასულ სეზონში სან მარინოშიტრე ფიორის“ მაისურით თამაშობდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო ჩეჩიმტრე პენეში“ ასევე მიიწვია 24 წლის ნახევარმცველი კევინ ზონზინი, რომელიც ბოლო სეზონებში ამ ქვეყანაში „კოსმოსის“ მაისურს ატარებდა.

კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე „ტრე პენისა“ და ბათუმის „დინამოს“ პირველი მატჩი პირველ ეტაპზე 8 ივლისს სან მარინოში, სარავალეს „სტადი ოლიმპიკოზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას 15 ივლისს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.