ბათუმელთა ექს-მეკარემ „დინამოს“ მწვრთნელი გააკრიტიკა - კასილასი უნდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მოეწონება
ბათუმელთა ექს-მეკარემ „დინამოს“ მწვრთნელი გააკრიტიკა - კასილასი უნდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მოეწონება

32 წლის მეკარე მაქსიმ კუჩინსკიმ 2019 წლის მეორე ნახევარი ბათუმის „დინამოში“ გაატარა, ხოლო გასული სეზონის ბოლოს ლატვიის „ტუკუმსში“.

მან 2019/2020 გასულ სეზონში საზღვარგარეთში გადამხდარ თავგადასავლებზე ილაპარაკა, როდესაც „კარპატი“ დატოვა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. ის დღემდე ნანობს ამ ნაბიჯს. მაქსიმის თქმით, საქართველოსა და ლატვიაში ერთი დონის ჩემპიონატებია.

„ერთმა დამირეკა, მისი გვარის დასახელება არ მინდა და ოქროს მთებს დამპირდა, რომ იქ მელოდებოდნენ და მსგავსები. მე „კარპატისთან“ კონტრაქტი არ განვაახლე. წავედი საქართველოში და იქ ყველაფერი სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ამ კაცმა მითხრა. იქ არავინ მელოდა. ხელშეკრულება გასინჯვის გარეშე უნდა გამეფორმებინა, მაგრამ ბათუმში მითხრეს, რომ მევარჯიშა.

იქ 3-4 დღე ვივარჯიშე და გარკვეული კონკრეტიკა მსურდა. მათ კი 5 თვე დარჩენა შემომთავაზეს, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავით და შემდეგ შემომხედავდნენ. ფინანსურად ბევრი მომაჭრეს, მაგრამ არჩევანი არ მქონდა, მესმოდა, უკრაინაში თუ დავბრუნდებოდი, პირველ ან მეორე ლიგაში ვითამაშებდი. საქართველოში თითქმის ექვსი თვე დავრჩი. ყველაფერი მომეწონა, იქ მართლაც ძალიან ლამაზია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ვყოფილვარ.

დიდხანს რატომ არ დავრჩი? კარგად გადახედეთ ინტერნეტს. იქ 5 თვე ვიყავი და თამაშის საშუალება არ მომცეს. „ზარიას“ ყოფილი მეკარე ლევჩენკო იქ 8 თვის განმავლობაში იყო და ახლა ისევ სხვა მეკარეს ეძებენ. მათ უნდათ კასილასი და ვან დერ საარი და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული. რომ მწვრთნელს ისინიც მოეწონება. მაგალითად, ისინი ცაცია მცველს ეძებდნენ. უკრაინის პრემიერლიგაში მინიმუმ ორი ასეთი მოთამაშე ვიცოდი, ის კი მეუბნება, ჩვენ არ გამოგვადგებიანო. ამიტომ ვუთხარი, დარეკეთ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალში“, შესაძლოა, სასურველი მოთამაშე იქ ნახოთ. გაყიდეთ მთელი ბათუმის „დინამო“ და იქიდან ერთი მოთამაშე იყიდეთ-მეთქი“, – განაცხადა მაქსიმ კუჩინსკიმ.