ბათუმელებმა სპარინგების განრიგი შეცვალეს - ვაგნერი უკრაინელებს შეუთანხმდა
ბათუმელებმა სპარინგების განრიგი შეცვალეს - ვაგნერი უკრაინელებს შეუთანხმდა

ბათუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე სამ საკონტროლო მატჩს ითამაშებს.

ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, „საბურთალოსთან“ 24 თებერვალს დაგეგმილი მატჩის თარიღი შეიცვალა და სამი დღის დაგვიანებით, 27 თებერვალს გაიმართება. ბათუმელები 31 თებერვალს თბილისის „ლოკომოტივს“, ხოლო პირველ თებერვალს „თელავს“ შეხვდებიან.

საქართველოს ვიცეჩემპიონი გუნდი ანტალიაში 3 თებერვალს გაემგზავრება და თურქეთში 20 თებერვლამდე მოემზადება. ბათუმელები სეზონისთვის მზადებას ბოლოს ისევ საქართველოში გააგრძელებენ.

გერმანული სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, ბათუმელთა შემტევი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვეში დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ უკვე შეუთანხმდა. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს განაგებს არა ბათუმის „დინამო“, არამედ უნგრელი მენეჯერი როჯერ ანგოტე, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს.