ბათუმელებმა სერბეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხეს
ბათუმელებმა სერბეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხეს
ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა – გია გეგუჩაძის გაწვრთნილები ნიშის „რადნიჩკის“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 3:1 დამაარცხეს.
ეს გუნდი გასულ სეზონში წარმატებით თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, სერბეთის ვიცე-ჩემპიონთან საქართველოს ვიცე-ჩემპინმა კარგი თამში ჩაატარა და მეტოქეს დამაჯერებალდ სძლია.
ანგარიში მატჩის დასაწყისში ვაკო თევდორაძემ გახსნა. ტაიმის ბოლოს სერბების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა გამოიყენა 2:0. 75-ე წუთზე ნემანია კოჟიჩმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მათე ცინცაძემ ბათუმელთა უპირატესობა გაზრადა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ.
დატოვე კომენტარი