ბათუმელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს, მაგრამ ბომბარდირობა დაკარგეს #1TVSPORT
ბათუმელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს, მაგრამ ბომბარდირობა დაკარგეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში 36-ე ტურში გორის „დილასთან“ საშინაო მატჩი 2:2 დაასრულა – ამით ჩემპიონმა გუნდმა თამაშები დაასრულა, ხოლო მისმა ორმა ლიდერმა – ბომბარდირობის შანსი ხელიდან გაუშვა.

ამ მატჩამდე ბათუმელთა შემტევებს, ჯაბა ჯიღაურსა და გიორგი ფანცულაიას 13-13 გოლი ჰქონდათ გატანილი და „დინამო თბილისის“ თავდამსხმელის, ზორან მარუშიჩის (15 გოლი) დაწევის შანსს ინარჩუნებდნენ.

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ ორი გოლი გაუტანა, მაგრამ ჯიღაურსა და გიორგი ფანცულაიას არ გაუტანიათ. ამდენად ბომბარდირობის რეალური შანსი მხოლოდ სამ მოთამაშეს დარჩა, რომლებიც ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ითამაშებენ.

 

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 15 გოლი

2. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 13

3. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 13

4.ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 12

5. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 11