ბათუმელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ - ეროვნული ლიგა ბარათებისგან გაწითლდა
ბათუმელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ - ეროვნული ლიგა ბარათებისგან გაწითლდა

ბათუმის „დინამომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ისევ წარმატებული შეხვედრა ჩაატარა – გია გეგუცაძის გუნდმა მე-9 ტურში თბილისის „ლოკომოტივი” 2:1 დაამარცხეს.

ანგისას საფეხბურთო კომპლექსში „დინამო” თბილისის „ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და თავიდან აგებდა: ანგარიში მე-13 წუთზე ოთარ კობახიძემ გახსნა და სტუმრები დაააწინაურა. მაგრამ ბათუმელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს, რაშიც გადამწყვეტი როლი ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა – „დინამოს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მე-9 ტური საკმაოდ უხეში გამოდგა. ჯერ სამი მატჩი გაიმართა და ოთხი მოთამაშე უკვე გააძევეს. წითელი ბარათის გარეშე არც ეს შეხვედრა დასრულებულა: 79-ე წუთზე მოედნის დატოვება სტუმართა მოთამაშეს, ირაკლი კომახიძეს მოუხდა.

ბათუმის „დინამომ” ცხრა ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და თუ ხვალ თბილისის „დინამო” და ქუთაისის „ტორპედო” თამაშებს ვერ მოიგებენ, პირველ წრეს მეორე ადგილზე დაასრულებს. „ლოკომოტივი” კი ექვსი ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.