ბატლერის სუპერმატჩი და ფინალურ სერიაში დაბრუნებული ინტრიგა - „მაიამიმ“ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა (ვიდეო)

ორლანდოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის რიგით მესამე მატჩი გაიმართა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. „მაიამი“ „ლეიკერსს“ გორან დრაგიჩისა და ბამ ადებაიოს გარეშე დაუპირისპირდა და 115:104 დაამარცხა.

ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ჯიმი ბატლერმა. „ჰიტის” ლიდერმა 40 ქულით, 11 მოხსნითა და 13 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. 20 წლის ტაილერ ჰერომ 17 ქულა მიითვალა. ამდენივე ქულა ჰქონდა კელი ოლინიკს.

ლოსანჯელესელებს შორის ყველაზე მეტი 25 ქულა და 10 მოხსნა ლებრონ ჯეიმსმა დააგროვა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა მარკიფ მორისმა. ასევე 19 ქულა ჩააგდო კაელ კუზმამ.

მომდევნო, რიგით მეოთხე მატჩი „ლეიკერსსა“ და „მაიამის“ შორის 7 ოქტომბერს შედგება.