ბატლერის 47 ქულით „მაიამიმ“ სერია მეშვიდე მატჩში გადაიყვანა - NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, მეექვსე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ბატლერის 47 ქულით „მაიამიმ“ სერია მეშვიდე მატჩში გადაიყვანა - NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, მეექვსე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* შეხვედრაში ლიდერი რვაჯერ შეიცვალა. „მაიამის“ მაქსიმალური ლიდერობა 13 ქულას აღწევდა, „ბოსტონის“ – ოთხ ქულას.

* ჯიმი ბატლერი 47 ქულით ბოლო 10 წელიწადში „მაიამის“ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა პლეი ოფის მატჩში დაგროვილი ქულების რაოდენობით. 2012 წელს 45 ქულა დააგროვა ლებრონ ჯეიმსმა. მაშინაც „ჰიტი“ „ბოსტონს“ ხვდებოდა სერიის მეექვსე მატჩში, მოიგო შეხვედრა და სერია მეშვიდე მატჩში გადაიყვანა. იმ წელს „მაიამი“ ჩემპიონი გახდა.

* ბატლერმა თამაშიდამ 29-დან 16 ტყორცნა ჩააგდო, მათ შორის, რვიდან ოთხი სამქულიანი და 11-დან 11 საჯარიმო გამოიყენა.

* მეოთხე მეოთხედში „ბოსტონი“ სამი ქულით გავიდა წინ. ეს იყო ამ სერიაში პირველი შემთხვევა, როცა ბოლო მეოთხედში ლიდერი შეიცვალა.

* ბოლო 12-წუთეულში „ბოსტონის“ დაწინაურების შემდეგ, „მაიამის“ მომდევნო 13 ქულიდან 11 კაილ ლაურიმ ჩააგდო.

* მეორე ტაიმში „ბოსტონის“ ლიდერებმა – ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა ერთად სამი ტყორცნა ჩააგდეს და ექვსი შეცდომა დაუშვეს.

 

ბოსტონი-მაიამი            103:111

22:29, 24:19, 29:34, 28:29

: ტეიტუმი (30+9 მოხსნა), უაიტი (22), ბრაუნი (20), სმარტი (14), რ. უილიამსი (12).

: ბატლერი (47+9 მოხსნა+8 პასი), ლაური (18+10 პასი), სტრუსი (13), ტაკერი (11), ადებაიო (6+9 მოხსნა).

სერია: 3-3