ბატიუშინი გორში წარადგინეს - „დილამ“ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
ბატიუშინი გორში წარადგინეს - „დილამ“ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

გორის „დილამ“ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა, იური ბატიუშინი გუნდის ნახევარდაცვას გააძლიერებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„იური ბატიუშინი „დილას“ ფეხბურთელია. 29 წლის უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი იური ბატიუშინი კარიერას „დილაში“ გააგრძელებს, იგი ჩვენს კლუბს უკრაინული ხარკოვის „მეტალისტ 1925“-დან შემოუერთდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ უკრაინულ გუნდებში აქვს ნათამაშები, სხვადასხვა დროს იცავდა „სტალის“, „მიკოლაევისა“ და „ჰირნიკ-სპორტის“ ღირსებას.

აღსანიშავია, რომ „დილას“ ახალწვეულს კარგად იცნობს კლუბის მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო, რომელიც ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს 2019-2020 წლებში წვრთნიდა.