„ბატე“ ბათუმში 21 მოთამაშით ჩამოვიდა - გუნდს ტრავმირებული ხუთეული დააკლდება #1TVSPORT
„ბატე“ ბათუმში 21 მოთამაშით ჩამოვიდა - გუნდს ტრავმირებული ხუთეული დააკლდება #1TVSPORT

ბორისოვოს „ბატე“ ჩარტერული რეისით გაფრინდა მინსკის ეროვნული აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სადაც 22 ივლისს, „დინამოსთან“კონფერენციის ლიგის შესარჩევი რაუნდის მეორე ეტაპზე ითამაშებს. 

ვიტალი ჟუკოვსკის სამწვრთნელო შტაბმა სტუმრად 21 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: ვიაჩესლავ დერგაჩევი, ანდრეი კუდრიავეცი, ანტონ ჩიჩკანი.

მცველები: მაქსიმ ბორდაჩევი, მაქსიმ ვოლოდკო, ბორის კოპიტოვიჩი, დანილა ნეჩაევი, ნიკიტა სუპრანოვიჩი, ალექსანდრე ფილიპოვიჩი, იაკოვი ფილიპოვიჩი.

ნახევარმცველები: დიმიტრი ბესმერტნი, სერგეი ვოლკოვი, პაველ კარასევი, პაველ ნეხაიჩიკი, ალექსეი ნოსკო, შოხბოზ უმაროვი, ევგენი იაბლონსკი.

თავდამსხმელები: ილია ვასილევიჩი, ნემანია მილიჩი, ნიკოლაი სიგნევიჩი, დიმიტრი იუსოვი.

კონფერენს ლიგის მე-2 შესარჩევი ეტაპზე წარდგენილი განაცხადიდან საწყისი შემადგენლობიდან აღარ არის მაქსიმ სკავიში, რომელიც სოლიგორსკის „შახტარში“ გადავიდა, ხოლო გუნდმა მაქსიმ ბორდაჩოვი და დიმიტრი იუსოვი დაიმატა.

„ბატე“ ბათუმში დანაკლისითაც მოდის – გუნდს დააკლდებიან დენის შჩერბიცკი, პაველ რიბაკი, უილუმ უილუმსონი, ვალერი გრომიკო და სტანისლავ დრაგუნი, რომლებიც ტრავმირებულები არიან და სიის მიღმა დარჩნენ.