ბასტიან შვაინშტაიგერი და ანა ივანოვიჩი 9-წლიანი ქორწინების შემდეგ იყრებიან #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი ცხრაწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან.
როგორც გერმანული გამოცემა Bunte წერს, შვაინშტაიგერმა და ივანოვიჩმა გაყრის შესახებ გადაწყვეტილება დაახლოებით ორი თვის წინ მიიღეს. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ შვეინშტაიგერი იშვიათად არის შინ სამუშაოს გამო და ძირითადად, მიუნხენში ცხოვრობს, იმ დროს, როცა ივანოვიჩი ბელგრადში რჩება.
ყოფილი ფეხბურთელისა და ჩოგბურთელის წყვილს სამი ვაჟი ჰყავს – შვიდი წლის ლუკა, ოთხი წლის ლეონი და ერთ წლის ტეო.