„ბასკონიას“ ბოლო შანსი ევროლიგაზე
„ბასკონიას“ ბოლო შანსი ევროლიგაზე

საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს 25-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება. ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია და თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ დღეს ერთ-ერთი ბოლო შანსის გამოყენებას ეცდება. ვიტორიული გუნდი საკუთარ არენაზე კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს და თუ სურს პლეი ოფში გასვლა დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს.

ორივე გუნდს სატურნირო ცხრილში 9 მოგება, 15 მარცხი აქვს და 13-14 ადგილებს ინაწილებენ. საპლეიოფო ზონას „ბასკონია“ ორი მოგებით ჩამორჩება და სამწუხაროდ მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებული არ არის. დღესვე კიდევ ოთხი მატჩი შედგება

21:00 ზენიტი – ალბა ბერლინი

12:15 ოლიმპიაკოსი – ვილერბანი

21:45 ფენერბახჩე – რეალი

23:45 ოლიმპია მილანო – ხიმკი

00:00 ბასკონია – ჟალგირისი