ბასკონიამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - ცენტრალურ შეხვედრაში ფენერბახჩემ გაიმარჯვა [ვიდეო]
ბასკონიამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - ცენტრალურ შეხვედრაში ფენერბახჩემ გაიმარჯვა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე, 13-ე ტურის ოთხი შეხვედრა შედგა. თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონია, ბოლო პერიოდში წარმატებით თამაშობს. ვიტორიელებმა, გუშინ სტუმრად „გრან კანარია“ 84:71 დაამარცხეს. ბასკური კლუბის ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, მეტ ჯენინგმა კი 16 ქულის გაკეთება შესძლო. ამერიკელმა უკანახაზელმა, 8 დან 4 სამქულიანი და 5 დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ბასკონიასთვის ეს, ზედიზედ მესამე გამარჯვება გამოდგა. ველიმირ პერასოვიჩის გუნდმა სატურნირო ცხრილში, მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა და ხვალ 14-ე ტურში საკუთარ მოედანზე, ბარსელონას მიიღებს

გუშინდელი დღის და მთლიანად პირველი წრის ცენტრალური მატჩი „ულქერ სპორტს არენაზე“ შედგა, სადაც „ფენერბახჩემ“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლა. თამაშმა, მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. პირველი ტაიმი, სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 12 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. დიდი შესვენების შემდეგ, „ფენერი“ საოცრად მოტივირებული გავიდა მოედანზე, რასაც მასპინძელთა გაქცევა16-0 მოყვა. ამის შემდეგ, კი თამაში ბოლო წამებამდე დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, 79:75 დასრულდა. სტამბოლელთა შორის, იან ვესელი გამოირჩა. ჩეხმა კალათბურთელმა, 19 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. სარგებლიანობის კოეფიციენტი, კი 33 ჰქონდა. დამარცხებულთა შორის, უილ კლაიბერნი იყო საუკეთესო 17 ქულით. ამ გამარჯვების შემდეგ, ჟელიმარ ობრადოვიჩის გუნდმა, სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ფენერბახჩეს ანგარიშზე, 12 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხია. „ცსკა“ 10 გამარჯვებით და 3 წაგებით, მესამე პოზიციას იკავებს.

გუშინვე, პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“, სტუმრად, „პალაუ ცენტრშ“” ბარსელონა 69:60 დაამარცხა, ხოლო სტამბოლის „ეფესმა“ საკუთარ „სინან ერდემ არენაზე“ მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ 106-68 გაანადგურა. დღეს, 13-ე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართება.