ბასკონიამ პლეიოფი მარცხით დაიწყო, შენგელიამ „ცე ეს კას“ ექვსი ქულა ჩაუგდო
ბასკონიამ პლეიოფი მარცხით დაიწყო, შენგელიამ „ცე ეს კას“ ექვსი ქულა ჩაუგდო

საკალათბურთო „ევროლიგაში“ გუშინ პლეიოფი ორი შეხვედრით დაიწყო. „ბასკონიამ“ მოსკოვში ადგილობრივ „ცე ეს კას“-თან დიდი სხვაობით, ანგარიშით 68:94 წააგო.

ესპანური გუნდის ქართველი კაპიტანი, მძიმე ტრავმის შემდეგ, ჯერჯერობით კარგ სათამაშო ფორმაში არ იმყოფება. თოკომ, მოსკოველთა წინააღმდეგ, 18:54 წუთი ითამაშა და ექვსი ქულის გაკეთება შეძლო. ამ შეხვედრაში ბრძოლა, მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. მესამე მეოთხედიდან მოყოლებული, მასპინძლებმა სოლიდური გაქცევა მოახერხეს, რაც დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანეს. რუსულ კლუბს, სერხიო როდრიგესმა ულიდერა. ესპანელმა გამთამაშებელმა 19 ქულა მოაგროვა. დიმიტრის იტუდისის გუნდი სერიაში დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ დარბაზში ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.


პლეიოფი ასევე დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, „ფენერბაჰჩემ“. სტამბოლელებმა საკუთარ მოდეანზე კაუნასის „ჟალგირისი“ ანგარიშით 76:43 გაანადგურეს.

ობრადოვიჩმა საკუთარ გუნდს საოცარი დაცვითი კალათბურთი ათამაშა, რაც მეტოქის მხრიდან მხოლოდ 43 მოპოვებულ ქულაში აისახა. „ფენერს“ ნიკოლა კალინიჩმა უწინამძღოლა 16 ქულით. წყვილის მეორე შეხვედრა კვლავ სტამბოლში გაიმართება.

დღეს პლეიოფის დარჩენილი ორი შეხვედრა შედგება. სტამბოლის „ეფესი“ საკუთარ დარბაზში, ბარსელონას მიიღებს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.