ბასკონიამ მურსია გაანადგურა - შენგელია ფორმაშია
ბასკონიამ მურსია გაანადგურა - შენგელია ფორმაშია

„ლიგა ენდესას“ მეხუთე ტურში „ბასკონია“ „მურსიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 93:49 დაამარცხა. ეს წლევანდელ სეზონში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის გუნდისთვის მეოთხე გამარჯვება იყო.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და 14 ქულა, ორი ასისტი და ერთი მოხსნა მიითვალა. საგულისხმოა, რომ თორნიკემ ეს შედეგი მხოლოდ შეხვედრის პირველ ნახევარში თამაშით დააფიქსირა. არც თუ ისე შედეგიანი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ კალათბურთელს, მეტ ჯენინგს, რომლის ანგარიშზეც ხუთი ქულა, ერთი შედეგიანი გადაცემა და სამი მოხსნა იყო.

„ბასკონიას“ ხუთი ტურის შემდეგ რვა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.