„ბასკონიამ“ „მაკაბი“ დაამარცხა - შენგელია კვლავ საუკეთესოა | ევროლიგა [ვიდეო]
„ევროლიგაზე“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ამჯერად ვიტორიელები თელ-ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 81-79 დაამარცხეს.
შენგელია თავის გუნდში კვლავ საუკეთესო იყო. მან არასრულ 32 წუთში 20 ქულა, ერთი მოხსნა და ხუთი ასისტი დააგროვა.
ამ მატჩის შემდეგ „ბასკონიას“ მოგება წაგების ბალანსი ხუთი შვიდზე გაუხდა და მე-11 ადგილს იკავებს.