„ბასკონია“ „ტენერიფესთან“ დამარცხდა - შენგელია კვლავ საუკეთესოა
„ბასკონია“ „ტენერიფესთან“ დამარცხდა - შენგელია კვლავ საუკეთესოა

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ტენერიფეს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 7 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ვიტორიელთა შორის კვლავ საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია. „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა, წაგებულ შეხვედრაში 18 ქულითა და 10 მოხსნით, მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას შემდეგ სტუმართა შორის ყველაზე მეტი 14 ქულა კიდევ ერთმა ნატურალიზირებულმა ქართველმა მეტ ჯენინგმა დააგროვა. „ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო 12 ქულით ბასასი გამოდგა.