„ბასკონია“ ფინალშია – შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო [ვიდეო]
თორნიკე შენგელია და მისი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. ბასკური კლუბი „ლიგა ენდესას“ მეორე ფინალისტია და გადამწყვეტ მატჩში კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
¡ESTAMOS EN LA FINAL DE LA @ACBCOM!
¡ESTO ES VUESTRO BASKONISTAS! 🔴🔵 pic.twitter.com/2lzeLQPzrw
— Saski Baskonia (@Baskonia) June 28, 2020
„ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა და „ბასკონიამ“ ორი ქულის სხვაობით, ანგარიშით 75:73 გაიმარჯვა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავის გუნდს წარმატების მიღწევაში 17 ქულით და ოთხი მოხსნით დაეხმარა. მარგი ქმედების კოეფიციენტი მას 19 ჰქონდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა.
Shengelia, ¡hasta la cocina! #VolverEsGanar pic.twitter.com/FF6ZsRgn71
— Basket en Movistar+ (@MovistarBasket) June 28, 2020
ფინალში ბასკონიელების მეტოქე კატალონიური „ბარსელონა“ იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ ანგარიშით 98:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ 27 წუთში 10 ქულა, სამი მოხსნა და სამი პასი დააგროვა. „ლიგა ენდესას“ ფინალური დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.