„ბასკონია“ 11 მარტის შემდეგ პირველად შეიკრიბა

09:34, 16.05.2020

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ლიდერმა თორნიკე შენგელიამ 63 დღიანი პაუზის შემდეგ გუნდთან პირველი ვარჯიში გამართა.

ბასკონია“ ბაზაზე შეიკრიბა, რომელსაც დეზინფექცია ჩაუტარდა. კალათბურთელები ვარჯიშზე პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ მისულები. ერთდროულად მოედანზე გასვლის ნებართვა 6-6 მოთამაშეს ჰქონდა. მათ შორის დაშორება კი მინიმუმ ოთხი მეტრი იყო.

ესპანეთის „ლიგა ენდესა“ ტურნირს 12 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით განაგრძობს. რეგულარული სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებულის ვინაობა 10 ივლისამდე უნდა გამოვლინდეს.

მსგავსი