ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსედ წააგო #1TVSPORT
ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსედ წააგო #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეხუთე ტურნირს გამოეთიშა საწყისი მატჩის შემდეგ. ამჯერად, მან ბარსელონაში პირველივე წრე დათმო მსოფლიოს 101-ე ჩოგანთან. ესპანელ ხაუმე მუნართან.

პირველ სეტში ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ქართველმა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და ერთხელ შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მეხუთე გეიმში ორი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა,

მეორე სეტში ჩოგბურთელები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ საკუთარ მოწოდებაზე, თუმცა ბასილაშვილმა მეშვიდე გეიმში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. ეორე პარტიაში ნიკას ბრეიკპოინტი არ ჰქონია.

საბოლოოდ, მუნარმა საათსა და 17 წუთში 6:1, 6:4 მოიგო.