ახალი სეზონის პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, ATP-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ვარდნა ჰქონდა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს. დოჰას ტურნირში გამოსვლის შემდეგ, მან ორი საფეხურით უკან დაიხია და TOP60-დან გავარდა. ახლა, ბასილაშვილს 836 ქულა აქვს და 61-ე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ დოჰას ტურნირის პირველ წრეში იტალიელი ტომას ფაბიანო დაამარცხა, მაგრამ მეორე რაუნდში წააგო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან. ამ კვირას, ბასილაშვილს სიდნეის ტურნირში უნდა ეთამაშა, მაგრამ დასვენება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის ინდივიდუალურად მომზადება გადაწყვიტა.
ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში პირდაპირ მოხვდა. “დიდი სლემის” რიგით პირველი ტურნირი 15 იანვარს დაიწყება.