ბასილაშვილმა შეხვედრა ვერ დაასრულა და დუბაის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა #1TVSPORT
ბასილაშვილმა შეხვედრა ვერ დაასრულა და დუბაის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში მიმდინარე ATP-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებდა მონაწილეობას, სადაც ის პირველ შეხვედრაში კვენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და ტრავმის გამო შეხვედრა ბოლომდე ვერ დაასრულა.

ბასილაშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო, მეტოქეს სეტის დასაწყისში ბრეიკი გაუკეთა და 6:4 მოიგო. მეორე პარტია ქართველმა ჩოგბურთელმა 3:6 დათმო, გადამწყვეტ სეტში კი 0:3-ს აგებდა და თამაში შეწყვიტა.

ქართველი ჩოგბურთელი ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა ძირითად ბადეში – დუბაის ტურნირამდე ბასილაშვილმა დოჰასა და როტერდამის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები ვერ გადალახა.