ბასილაშვილმა მიუნხენში პირველი წრე მოიგო #1TVSPORT
ბასილაშვილმა მიუნხენში პირველი წრე მოიგო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო მიუნხენში ATP250 კატეგორიის ტურნირი. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში დაამარცხა ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო და რევანში აუღო მას შარშან, როლან გაროსის პირველ წრეში მარცხისთვის. შეხვედრა საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 6:2, 6:3 გაიმარჯვა.

პირველი სეტის სტარტზე ბრაზილიელმა ბრეიკი შეასრულა, რასაც ბასილაშვილმა სამი ბრეიკით უპასუხა. მეორე სეტში ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების ასპროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდათ – ქართველს ორიდან ორი და მონტეიროს – ერთიდან ერთი. საბოლოოდ, ბასილაშვილმა შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ორიდან ორი.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე კოლუმბიელი დანიელ რივეროსისა და ამერიკელი სებასტიან კორდას შეხვედრაში გაირკვევა.

დატოვე კომენტარი