ბასილაშვილმა ხაჩანოვის ბარიერი ძალიან იოლად გაიარა
ბასილაშვილმა ხაჩანოვის ბარიერი ძალიან იოლად გაიარა

მოგებით დაიწყო დუბაიში ATP500-ის კატეგორიის ტურნირი ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი ანგარიშით – 6:4, 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა სულ რაღაც საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილის პირველ ორ გეიმში ხაჩანოვს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა. ამის შემდეგ, რუსს მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც აღარ ჰქონია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ინიციატივა ხანგრძლივი დროით მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეშვიდე ბრეიკ-პოინტზე მეტოქის მოწოდების აღება და პარტიის მოგება შეძლო. მეორე სეტში კი მეტოქის პირველივე გეიმში გამოიყენა ბრეიკ-პოინტი, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო რუსის მოწოდება და პარტია გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო.

მეორე წრეში ბასილაშვილი ესპანელ ბაუტისტა აგუტსა და ინდოელ რამანათანს შორის მოგებულს შეხვდება. ბაუტისტა აგუტი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.