ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მესამე წრეში გავიდა. მან საათი და 16 წუთი მოანდომა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსის დამარცხებას – 6:4, 6:3.

ბასილაშვილი დომინირებდა მთელი მატჩის განმავლობაში. მის ანგარიშზე იყო 13 ბრეიკ-პოინტი, რომელთაგანაც ქართველმა ოთხი გამოიყენა: ერთი პირველ სეტში და სამი – მეორეში. იუბენქსს ორი ბრეიკ-პოინტი და ერთი ბრეიკი ჰქონდა.

ბასილაშვილის პირველი მოწოდების სიზუსტე არ უვარგოდა – 56 პროცენტი, რასაც ერთადერთი ეისი და ექვსი ორმაგი შეცდომა მოჰყვა.

მესამე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოსი იქნება, რომელმაც მეორე რაუნდში მეშვიდე ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა – 6:4, 6:2. ბასილაშვილი პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვედრია რამოსს – 2019 წელს, დოჰას ტურნირის პირველ წრეში ქართველმა სამ სეტში მოიგო – 6:1, 1:6, 6:1.