ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე მოლეკერი დაამარცხა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე მოლეკერი დაამარცხა #1TVSPORT

ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ რუდოლფ მოლეკერს დაუპირისპირდა.

შეხვედრა გამოცდილი ქართველი ჩოგბურთელის (31-ე ATP-ის რეიტინგით) უპირატესობით წარიმართა და ნიკოლოზმა 20 წლის მოლეკერი ორ სეტში დაამარცხა – 7:6, 7:6.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ასევე გერმანელი ჩოგბურთელი, იანიკ ჰანფმანი იქნება. ეს სპორტსმენები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, მატჩი კი 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი