ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე სიმონი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე სიმონი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა (6:1, 3:6, 6:4 ) და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს.

ბასილაშვილმა 36 წლის მეტოქე, რომელიც ATP-ს რეიტინგში 71-ე ადგილზე იმყოფება, სამსეტიან შეხვედრაში დაამარცხა. ნიკას ორი ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, რვიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო.

ქართველმა ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც ორ მეტოქეს სძლია და ძირითად ბადეში გავიდა. ნიკოლოზის მოწინააღმდეგე მერვედფინალში ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული არტურ რინდერკნიხსა და იანიკ ჰანფმანს შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ჰალეს ტურნირზე ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ასპარეზობს.