ბასილაშვილმა ჟენევის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
ბასილაშვილმა ჟენევის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევაში მიმდინარე ტურნირის პირველი შეხვედრა არგენტინელ ფაკუნდო ბანისთან გამართა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 მოიგო, ბასილაშვილის მეტოქემ კი თამაში აღარ გააგრძელა და ასპარეზობას ჩაეხსნა.

ჟენევის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის შესანისნავად დაიწყო, რადგან პირველივე შეხვედრა, ფაქტობრივად, ერთ სეტში მოიგო და შემდეგი მატჩისთვის ენერგიაც დაზოგა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო სოუზა იქნება, რომელმაც ესპანელი პაბლო ანდუხარი ორ სეტში დაამარცხა – 1:6, 4:6.