ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობამდე პაუზა აიღო
ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობამდე პაუზა აიღო

ქართული ჩოგბურთის ლიდერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადი გამოიტანა სიდნეის ტურნირიდან, რომელიც ბოლო რეპეტიცია უნდა ყოფილიყო ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

ქართველ ჩოგბურთელს სიდნეიში ძირითად ბადეში უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში თამაში გადაიფიქრა და ავსტრალიის ღიასთვის ინდივიდუალურად მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ამ კვირას დოჰას ტურნირით დაიწყო 2018 წლის სეზონი. ყატარში მან პირველ წრეში იტალიელი ტომას ფაბიანო დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში წააგო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან.

„დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა 15-28 იანვარს გაიმართება. იქ ბასილაშვილი ძირითად ბადეში იქნება.