ბასილაშვილმა 55 შეცდომა დაუშვა და სამ სეტში წააგო – აშშ-ის ღია, კაცები, I წრე

07:03, 02.09.2020
FILE - In this Aug. 30, 2019, file photo, Nikoloz Basilashvili, of Georgia, serves to Dominik Koepfer, of Germany, during the third round of the U.S. Open tennis tournament in New York. The new CEO of the U.S. Tennis Association says he expects a decision on the status of the 2020 U.S. Open to be made by June and called the prospect of holding the Grand Slam tournament without spectators "highly unlikely." (AP Photo/Adam Hunger, File)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაასრულა გამოსვლა აშშ-ის ღია პირველობაზე. მსოფლიოს 30-ე ჩოგანმა სამ სეტში დათმო ორთაბრძოლა ავსტრალიელ ჯონ მილმენთან – 1:6, 4:6, 4:6. შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა.

მატჩის პირველივე გეიმში ბასილაშვილს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო მათი რეალიზება, რის შემდეგაც, მილმენმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, 5:0 დაწინაურდა და სეტი 30 წუთში მოიგო.

შემდეგი გეიმი, რომელშიც ბასილაშვილს ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, მეორე სეტის მეათე გეიმი იყო. მანამდე, მეცხრე გეიმში მილმენმა პარტიაში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და 5:4-ზე სეტზე აწვდიდა. ბასილაშვილს ოთხჯერ შეეძლო უკუბრეიკის აღება და მაგრამ ოთხივე ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

რაც შეეხება მესამე სეტს, აქ ბასილაშვილი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა, მილმენმა კი ისევ ერთი ბრეიკი იკმარა და მეორე წრეში გავიდა, სადაც ამერიკელ ფრენსის ტიაფოს შეხვდება.

ბასილაშვილმა ორი ეისი ჩააწოდა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ძალიან დაბალი ჰქონდა პირველი მოწოდების სიზუსტე (56 პროცენტი) და პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების რაოდენობა (65 პროცენტი). ქართველმა შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა, 14 „ვინერსი“ დააგროვა და კატასტროფულად ბევრი უნებლიე შეცდომა ჰქონდა – 55.

მსგავსი