ბასილაშვილის თამაშის მოლოდინში
ბასილაშვილის თამაშის მოლოდინში

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის მე-2 წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. გერმანელი აშკარა ფავორიტია, მაგრამ ბასილაშვილს, სათამაშო ფორმიდან და ბოლო პერიოდში დამაჯერებელი ასპარეზობიდან გამომდინარე, არცთუ ურიგო შანსი აქვს მეტოქის დასამარცხებლად.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა კანადელი დენის შაპოვალოვი დამაჯერებლად 6:2, 6:2 დაამარცხა, ზვერევი კი მეორე წრიდან ერთვება გათამაშებაში.

ბასილაშვილი – ზვერევის მატჩი ხვალ თბილისის დროით დილის 9 საათზე გაიმართება.