ბასილაშვილი უიმბლდონს სიმონთან მატჩით დაიწყებს
during day 4 of the Gerry Weber Open at Gerry Weber Stadium on June 21, 2018 in Halle, Germany.
ორშაბათს, ლონდონში „დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირი – უიმბლდონი იწყება. პარასკევს გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში.
ეს არის ფრანგი ჟილ სიმონი, რომელსაც ბასილაშვილი როლან გაროსის პირველ წრეში შეხვდა და დამარცხდა. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ამერიკელ სოკსა და იტალიელ ბერეტინის შორის მოგებულს შეხვდება.