ბასილაშვილი თითქმის თანაბრად ებრძოდა ალკარასს, მაგრამ მაინც ორ სეტში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბასილაშვილი თითქმის თანაბრად ებრძოდა ალკარასს, მაგრამ მაინც ორ სეტში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო მადრიდის „მასტერსის“ მეორე რაუნდის დაძლევა. მან ესპანური ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავ კარლოს ალკარასთან ორ სეტში წააგო, არადა, მოგების რეალური შანსი ჰქონდა.

ორივე სეტში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურებას ახერხებდა. პირველ სეტშე ეს მეოთხე გეიმში გააკეთა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო, მათ შორის სამი საკუთარი მოწოდება.

მეორე სეტში ბასილაშვილი კიდევ უფრო ახლოს იყო მიზანთან – ჯერ პირველ გეიმში შესრულებული ბრეიკით იგებდა, შემდეგ მეხუთე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და საბოლოოდ, სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ აქაც ჩააგდო სეტის დასასრული – ამჯერად, ზედიზედ წააგო ოთხი გეიმი.

საბოლოოდ, ალკარასმა საათსა და 23 წუთში 6:3, 7:5 მოიგო.

ბასილაშვილის მთავარი პრობლემა იყო მეორე მოწოდება – 27 გათამაშებიდან მხოლოდ რვა ქულა აიღო. ქართველმა ხუთიდან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ალკარასმა – ცხრიდან ექვსი.