ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა.

ბასილაშვილი 21 წლის იტალიელ ჯულიო ძეპპიერისთან ორ სეტში 4:6 1:6 დამარცხდა.

2022 წელს ქართველი ჩოგბურთელი როლან გაროსის ძირითად ბადეში იყო, სადაც ამერიკელ მაქსიმ კრესის 3:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:4, 6:4 სძლია, შემდეგ კი ასევე ამერიკელ მაკკენზი მაკდონალდთან 3:6, 1:6, 4:6 დამარცხდა.

31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში 217-ე საფეხურზე იმყოფება.