ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზეც დამარცხდა, ქართველს 2022 წელს შეხვედრა არ მოუგია #1TVSPORT
ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზეც დამარცხდა, ქართველს 2022 წელს შეხვედრა არ მოუგია #1TVSPORT

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ATP-ის 500-ქულიანმა ტურნირმა აიღო სტარტი. შეჯიბრებაზე საქარველოს პირველმა ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (21) პირველი შეხვედრა ამერიკელი მაკენზი მაკდონალდთან (56) ჩაატარა და კვლავ დამარცხდა. ბასილაშვილმა ამერიკელთან დაპირისპირება ორ სეტში, თითქმის უბრძოლველად 3:6 2:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. როტერდამში პირველ ნომრად ბერძენი სტეფანოს ციციპასია განთესილი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,117,900 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ როტერდამამდე ბოლო შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის 250-იანი სერიის მონპელიეს ტურნირზე გამართა, სადაც მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის 152-ე ჩოგანთან, ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელ დამირ ძუმჰურთან სამ სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ქართველ ჩოგბურთელს 2022 წელს შეხვედრა არ მოუგო, მისი ბოლო გამარჯვება კი 2021 წლის 25 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ბასილაშვილმა ვენის ტურნირის 1/16 ფინალში ესპანელ კარენო ბუსტას სძლია.