ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალია - გაიმართა მელბურნის ტურნირის წილისყრა
ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალია - გაიმართა მელბურნის ტურნირის წილისყრა

მელბურნში მომავალ კვირას გასამართი ATP250 კატეგორიის ტურნირის (Great Ocean Road Open) ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. იმის გამო, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ რვა განთესილს შორის მოხვდა (მეხუთე ნომერია), ის პირველ წრეში ისვენებს, მეორე წრეში (1/16 ფინალი) კი მისი მოწინააღმდეგე იქნება გერმანელ იანიკ ჰანფმანსა (რეიტინგში მე-100) და ესპანელ მარიო ვილელია მარტინესს (187) შორის მოგებული.

მსოფლიოს 39-ე ჩოგანი ბასილაშვილი ბადის პირველ მეოთხედში მოხვდა, რომელშიც ტურნირის პირველ ნომერს ბელგიელი დავიდ გოფენს ვხედავთ.

მელბურნის ტურნირის 1-7 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონში ბასილაშვილმა ანტალიას ტურნირში (AP 250) ითამაშა და იქ მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამის წყალობით მათ რეიტინგში ერთი ადგილი მოიგო და 39-ე პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი