ბასილაშვილი პეკინის ტურნირზე ციციპასს დაუპირისპირდება
ბასილაშვილი პეკინის ტურნირზე ციციპასს დაუპირისპირდება

პეკინში მიმდინარე ATP500-ის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

თავის პირველ შეხვედრაში ქართველმა ორ სეტში რეიტინგის 22-ე ნომერი, არგენტინელი გიდო პელა დაამარცხა, ხოლო ბერძენმა ჩოგბურთელმა სამსეტიან დაძაბულ მატჩში სერბ დუშან ლაოვიჩს სძლია. ბასილაშვილი და ციციპასი ერთმანეთს ერთხელ დაპირისპირებიან. ეს შეხვედრა 2019 წელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის 1/16 ფინალში შედგა და ბერძენის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. მან 2018 წლის 7 ოქტომბერს ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა ქართველსა და ციციპასს შორის 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.