ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის პირველ წრეში კრაინოვიჩს შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის პირველ წრეში კრაინოვიჩს შეხვდება #1TVSPORT

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის პირველი წრის შეხვედრაში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდება. მასთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი წინ არის – 2:1, თუმცა, ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ.

კრაინოვიჩის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს უნდა შეხვედროდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ტურნირს გამოტოვებს. მის მაგივრად კი მონტე კარლოს მასტერსის ორგანიზატორებმა არგენტინელი ლონდერო ჩასვეს სატურნირო ბადეში, რაც ქართველს პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, ტურნირზე მეორე წრის გავლის კარგ შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ წელს მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ისინი წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.