ბასილაშვილი მიუნხენში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ბასილაშვილი მიუნხენში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში მიმდინარე ATP250 კატეგორიის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. ტიაგო მონტეიროს დამარცხების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი კოლუმბიელ გალან რივეროსს დაუპირისპირდა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა 6:4, 6:2.

პირველ სეტში ბასილაშვილი დამაჯერებლად აწვდიდა და მეტოქეს ბრეიკის აღების საშუალება არ მისცა. მე-5 გეიმში მან რივეროსის ბრეიკის აღება მოახერხა და საბოლოო ჯამში სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის უფრო მარტივი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მან თავის ჩაწოდებაზე ერთი გეიმი დათმო, ნიკოლოზმა 3 ბრეიკი გააკეთა, შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში სლოვაკი ნორბერტ გომბოსი იქნება, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი აქამდე ერთხელ, 2020 წელს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრა ხვალ, 30 აპრილს გაიმართება.