ბასილაშვილი მესამე წრესაც დილის ოთხ საათზე იწყებს
ბასილაშვილი მესამე წრესაც დილის ოთხ საათზე იწყებს

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა, პარასკევის სათამაშო დღის განრიგი გამოაქვეყნეს.

ისევე, როგორც წინა ორ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა თბილისის დროით, დილის ოთხ საათზე დაიწყება. ქართველის მეტოქე მე-14 ნომრად განთესილი ბერძენი, სტეფანოს ციციპასი იქნება. მატჩი „მარგარეტ კორტ არენაზე“ გაიმართება.

ბერძენმა წინა ორ რაუნდში,  თავისი შეხვედრები – იტალიელ მატეო ბერეტინისთან და სერბ ვიქტორ ტროიცკისთან, ოთხ სეტში მოიგო. ბასილაშვილს ოთხი სეტი დასჭირდა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსის დასამარცხებლად, ხოლო იტალიელ სტეფანო ტრავალიას ხუთ სეტში მოუგო.

ბასილაშვილი და ციციპასი, პროფესიულ ტურში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.