ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ მეთექვსმეტედფინალშია
ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ მეთექვსმეტედფინალშია

წარმატებით დაიწყო მაიამის „მასტერსი“ მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერევს შეხვდა და ორ სეტში იოლად მოუგო – 6:3, 6:2.

მატჩი მხოლოდ საათი და რვა წუთი გაგრძელდა. პირველი სეტის შუაში ბასილაშვილმა პირველი ბრეიკი გააკეთა, რასაც გერმანელმა იგივეთი უპასუხა მომდევნო გეიმში. ამას ქართველის კიდევ ერთი ბრეიკი და პარტიაში გამარჯვება მოჰყვა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შეხვდება.