ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდა და 39-ე პოზიციაზეა #1TVSPORT
ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდა და 39-ე პოზიციაზეა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ისტორიული (3:6; 6:1; 7:5) გამარჯვების შემდეგ, ლაივ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ამჯამად, 39-ე ადგილზეა. 
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფედერერის დამარცხების შემდეგ 36 940 აშშ დოლარი გამოიმუშავა.