ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში კვლავ 23-ე ადგილზეა
ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში კვლავ 23-ე ადგილზეა

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ცვლილებებია, ბასილაშვილი კვლავ 23-ე ჩოგანია. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ერთმანეთს ადგილები როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაუცვალეს, რადგან ფედერერმა, ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წააგო, ხოლო სერბმა იმავე შეჯიბრებაზე გერმანელ ალექსანდ ზვერევს სძლია.

ამგვარად ნოვაკმა 7045 სარეიტინგო ქულა დააგროვა, ხოლო შვეიცარიელმა ქულები დაკარგა და მის ანგარიშზე 6260 ქულაა. ლაივ რეიტინგში ჯოკოვიჩი მეორე ადგილზეა, ფედერერი კი მესამეზე.

სხვა ცვლილებები ხუთეულში არ აღინიშნება. მეოთხე ადგილზე, 5860 სარეიტინგო ქულით, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროა, ხოლო გერმანელი ალექსანდ ზვერევი 5025 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

რეიტინგის ოცეულში ერთადერთი სერიოზული ნახტომი ხორვატმა ჩორიჩმა განახორციელა, რომელმაც მეცხრამეტე ადგილიდან მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა. ხორვატმა ტურნირის ფინალში გასვლით 600 ქულა მოიპოვა. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კვლავ 23 ადგილს იკავებს (1767 ქულა).

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება,  სადაც ლაივ-რეიტინგთან შედარებით სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.