ბასილაშვილი ისევ მე-18 ჩოგანია
ბასილაშვილი ისევ მე-18 ჩოგანია

რომის „მასტერსის“ შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. უცვლელი დარჩა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიცია – ის კვლავ მსოფლიოს მე-18 ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რომის „მასტერსზე“ ორი წრე გაიარა (დაამარცხა მარტონ ფუჩოვიჩი და ლასლო ჯერე) და მერვედფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან.

თავად ნადალი მეორე პოზიციაზე დარჩა. ახალ რეიტინგში პირველი ხუთეული უცვლელია, მეექვსე პოზიციაზე კი სტეფანოს ციციპასი გადავიდა, რაც მისი კარიერის ახალი რეკორდია.

განახლებული კლასიფიკაციის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 355
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945
3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 5 950
4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 845
5(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 155
6(7). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 080
7(6). ნიშიკორი (იაპონია) – 3 860
8(8). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 3 745
9(9). დელ პოტრო (არგენტინა) – 3 235
10(11). ისნერი (აშშ) – 2 940