ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა #1TVSPORT

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა.

ქართველი 1/64-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 66-ე ადგილზე მყოფ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში 5:7, 4:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსის ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი შეცვალა. 35 წლის სერბმა, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვს გაკეთებული, აშშ-ში შესვლის უფლება ვერ მიიღო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა. ქართველი ინდიან უელსის მასტერსზე 2021 წელს ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.