ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე პირველ შეხვედრას ფონინისთან გამართავს #1TVSPORT
ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე პირველ შეხვედრას ფონინისთან გამართავს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ინდიან უელსში, მასტერსის სერიის 1000-ქულიან ტურნირზე იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტია, პირველი წრიდან თავისიფალი იყო.

ქართველი შეჯიბრზე მე-18 ნომრად არის განთესილილი, მისი მეტოქე კი რეიტინგში 36-ე პოზიციას იკავებს. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები ცინცინატის ტურნირზე, რომელიც ფონინის გამარჯვებით დასრულდა.

მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე ტურნირის მე-12 ნომერი, ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება. ქართველმა სწორედ მასთან წააგო შარშან ინდიან უელსის მასტერსის ფინალი. ტურნირის პირველი ნომერი რუსი დანიილ მედვედევია.

ბასილაშვილსა და ფონინს შორის შეხვედრა ხვალ, 12 მარტს 23:00-ზე დაიწყება.