ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის პირველ წრეში დაისვენებს
ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის პირველ წრეში დაისვენებს

7 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში სეზონის პირველი მასტერსი იწყება, რომელსაც ინდიან უელსის კორტები უმასპინძლებს. გაიმართა მამაკაცების ბადის წილისყრა.

ბასილაშვილი, როგორც განთესილი (მე-17 ნომერი), პირველი წრისგან თავისუფალია. ქართველი სპორტსმენი ბადის იმ მეოთხედში მოხვდა, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ნიკა თავის პირველ მატჩს მეორე წრეში ფრანგ ბენუა პერსა და კვალიფიკაციიდან გადმოსულს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მისი შემდეგი სავარაუდო მეტოქე იქნება ხორვატი ბორნა ჩორიჩი, რომელთანაც, ცოტა ხნის წინ, დუბაის ტურნირზე წააგო. თუ კიდევ უფრო წინ გასვლას მოახერხებს, მერვედფინალში ბასილაშვილის შესაძლო მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ფრანგი ჟილ სიმონი ან დომინიკ ტიმი. მხოლოდ ამის შემდეგ არის სავარაუდო შეხვედრა მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან.