ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

გერმანულ ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში სამხრეთ ამერიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი ორ სეტში ანგარიშით 6:4 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად ქართველის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება.

ბასილაშვილი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი სიაში მეშვიდეა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და დღევანდელი გამარჯვება მისთვის რიგით მეხუთე გახლდათ.

გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰალეში ასპარეზობდა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.