ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

გერმანულ ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალში ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში (6:2 7:5) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში გასასვლელად სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი იქნება. მეტოქეები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ბასილაშვილი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, მისი მეტოქე 51-ეა. ჰარისის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზის მეტოქე გერმანელ კოლშრაიბერსა და რუს რუბლიოვში გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და დღევანდელი გამარჯვება მისთვის რიგით მეოთხე გახლდათ.

გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰალეში ასპარეზობდა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დატოვე კომენტარი